1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ერთჯერადად მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18- წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 400 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტის მერიაში ბენეფიციარმა ან მისმა მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მინდობილობა;

ე) შვილების დაბადების მოწმობები და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათები (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;

ზ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან (დეპარტამენტი) გადაწყვეტილება და ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით.

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარები