1. ერთჯერადი დახმარება გაეწევათ მხედველობით I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 600 ლარის ოდენობით.

2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი), ან მინდობილმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

ვ) ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) ან მინდობილმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს ასევე შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტი;

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ან კანონიერი წარმომადგენელი პირად საბანკო ანგარიშზ