1. ამ მუხლით ერთჯერადად დახმარებას მიიღებს სტაციონარში ხანგრძლივად (ერთი თვეზე და მეტი) მყოფი ბენეფიციარის ოჯახის წევრი ან/და მისი კანონიერი წარმოადგენელი 1000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სტაციონარში მყოფი ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) ნათესაობის ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზ