1. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი კვლევებისთვის, მანიპულაციებისთვის და პროცედურებისთვის: 500 ლარამდე – სრულად, ხოლო 501 ლარიდან – 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 800 ლარისა.

2. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ექიმთან მიმართვიდან სამი თვის ვადით);

ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსებისთაობაზე.

3. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზ