1. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, სცინტიგრაფიის, კოლონოსკოპიისათვის მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა.
2. პეტ-კტ (პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევა დაფინანსდება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის (დაფინანსების ან უარის შემთხვევაში) 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1000 ლარის.
3. ბენეფიციარი, რომელიც არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65001-მდე, ამ მუხლით დახმარებას მიიღებს 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301 ლარიდან –70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა;
4. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) პაციენტის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარი წარმოადგენს ამონაწერს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
ზ) ონკოლოგიური პაციენტის და პენსიონერი პირის შემთხვევაში უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიიდან კვლევის (კვლევების) დაფინანსების თაობაზე, გარდა მე-2 პუნქტით სარგებლობისას.
5. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
6. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაშ