1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT) დაფინანსდეს არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100 /ა);

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა;

ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახე