1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს დარჩენილი თანხის:
ა) 2000 (ორი ათასი) ლარამდე – 100 %-ით;
ბ) 3000 (სამი ათასი) ლარის ჩათვლით – 1500 (ათას ხუთასი) ლარს დამატებული დარჩენილი თანხის 40 %-ით;
გ) 3000 (სამი ათასი)-ზე ზევით – 2800 (ორიათას რვაასი) ლარით.
2. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების, სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს გადასახდელი თანხის 70%-ით, არაუმეტეს 6000 (ექვსი ათასი) ლარისა.
3. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია);
დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) მომართვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტიდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ