1. სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა:
ა) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო) მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებისათვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
დ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების (სარეიტინგო ქულით 150000-მდე) დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯების შესახებ.
4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს პირის გარდაცვალებიდან 10 (ათი) დღის ვადაშ