1. სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა;
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში);
ე) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ;
ვ) ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) ან/და ხანძრის შედეგად საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთების განადგურების/დაზიანების გამო ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;
4. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში);
ე) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5. სტიქიური მოვლენის ან/და ხანძრის შედეგად საკვები ან საფურაჟე (თივის) მარაგის განადგურების/დაზიანების გამო ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში);
ე) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ (სტიქიური მოვლენის შემთხვევაში);
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერ