1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ ხანძრით ან სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, უხვი ნალექი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებლის ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადად არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი ) ლარისა.
2. ხანძრის შემთხვევაში (საცხოვრებელის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.
3. სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის არმქონე პირებს დაუფინანსდეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა და ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარით თვეში.
4. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს ხანძრის ან სტიქიის შედეგად საცხოვრებელის დაზიანების ფაქტი, რომლის საფუძველზეც „სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის“ ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება შეაფასებს ბენეფიციარისათვის მიყენებულ ზარალს და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს წარუდგენს კალკულაციას და დასკვნას ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეომასალით.
5. ამ მუხლის ფარგლებში დახმარების მისაღებად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს დაზიანებული საცხოვრებელ ფართში დახმარების მაძიებელი ოჯახის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
6. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
გ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი;
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) ხანძრის შემთხვევაში დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ მიერ შედგენილი აქტი/ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში დამატებით საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება;
ზ) დამატებითი დოკუმენტაცია მერიის მხრიდან დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.
7. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს სტიქიიდან არაუგვიანეს ორი თვისა.
8. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი:
ა) ხანძრის ან სტიქიის შედეგად საცხოვრებელის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით;
ბ) დაზიანებულ საცხოვრებელ ფართში დახმარების მაძიებელი ოჯახის მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით.
9. ამ მუხლის მეორე პუნქტის შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საკრებულოს დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი შუამდგომლობა ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის თაობაზ