1. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანძრის შემთხვევაში - ცნობა (აქტი)სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან. სხვა სტიქიისას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის ან (სამსახურის ) სამუშაო ჯგუფის აქტი(ოქმი); ასევე (საჭიროების შემთხვევაში) დოკუმენტი სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობის თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; (საჭიროების შემთხვევაში);
ე) განადგურებული ან დაზიანებული საცხოვრებლის ფოტოსურათი;
ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;
ზ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე; (არსებობის შემთხვევაში);
თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან(საჭიროების შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
2. დახმარება გაიცემა:
ა) საცხოვრებლის სრულად განადგურებისას;
ბ) თუ სტიქიისგან საცხოვრებელი უვარგისი გახდა საცხოვრებლად;
გ) სტიქიისგან ნაწილობრივ დაზიანებისა