1. ამ პროგრამის ფარგლებში, ბინის ქირის უზრუნველყოფით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები ან პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო დაინგრა, დაიწვა ან არის ავარიული ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში.
2. პირები რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.
3. ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის (მოქალაქის) სასტუმროში განთავსება და დაბინავების ხარჯები ანაზღაურდეს ამ პროგრამის ფარგლებში, გონივრულ ვადაში, ალტერნატიული ფართის მოძიებამდე.
4. პროგრამის მონიტორინგს აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
5.ამ პროგრამით, ერთჯერადი დახმარებით ისარგებლებენ ძალადობის მსხვერპლი პირები.
6. ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);
დ) ხანძრის შემთხვევაში - ცნობა (აქტი) სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან. სხვა სტიქიისას - შესაბამისი კომისიის ან (სამსახურის ) სამუშაო ჯგუფის აქტი(ოქმი);
ე) შესაბამისი კომისიის ან (სამსახურის) სამუშაო ჯგუფის დასკვნა (აქტი) როდესაც სახლი ავარიულია;
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ზ) ქირავნობის ხელშეკრულება, ნოტარიულად დამოწმებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის;
თ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს;
ი) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერი;
კ) გამქირავებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
თავი III
სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობე