1. მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას  მერიაში დანერგილი ელექტრონული საქმის წარმოების შესაბამისად.

2. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში კომისია).

3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას ასევე უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

4.  მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე.

5. სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას  ცვლილებ(ა)(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).

6. მუნიციპალური სოციალური პროგრამების  თაობაზე ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი.

7. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია უზრუნველყოს პროგრამების განახლების ან ცვლილების შემთხვევაში, ბენეფიციართა დროული ინფორმირება შეხვედრების საშუალებით