1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე  საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.

4. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს  კომისიის მდივანი.

5. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია   კომისიის მდივანი.

6. კომისიის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრის აზრი დაერთვება ოქმს