1. ბენეფიციარმა, (ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა) რომლის სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ–ფორმა№100/ა;
დ) ინვოისი /ანგარიშ-ფაქტურა;
ე) კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმიური სამედიცინო მომსახურებისას);
ზ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას: ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან, გადასახდელი თანხის დავალიანების (გადავადების) თაობაზე.
2. პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.
3. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.
4. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ: მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევა, გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია და სხვა). გარდა 0-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისა, ონკოლოგიური ავადმყოფებისა და ბენეფიციარებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 200.000 -ის ჩათვლით.
5. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ბავშვები 0-დან 18 წლამდე და შშმ პირები 18 წლის ასაკის ზემოთ, რომლებიც საჭიროებენ აბილიტაციას/რეაბილიტაციას სპეციალიზირებულ ან სამედიცინო დაწესებულებებში.
6. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:
ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
გ) ესთეთიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;
დ) საკეისრო კვეთა და ფიზიოლოგიური მშობიარობა;
ე) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით გამოწვეული და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა;
ვ) ინსტრუმენტული გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია, რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია) გარდა covid-19 გადატანილი ბენეფიციარებისა, ,,C” ჰეპატიტის ელმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მონიტორინგისა;
ზ) ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლი, შარდი, ღვიძლის ფუნქციური სინჯი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი) გარდა covid-19 გადატანილი ბენეფიციარებისა, ,,C” ჰეპატიტის ელმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მონიტორინგისა;
თ) თვალის რეფრაქციული ქირურგია, თვალის ლაზერული ქირურგია გარდა რქოვანის გადანერგვისას, კორექცია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა;
ი) არჩეული, აყვანილი ექიმი, ექიმის ჰონორარი. არჩეული თვალის ბროლი, ექიმის კონსულტაცია, კვების თანხა, vip პალატა;
კ) იმ შემთხვევაში თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური ბენეფიციარის მხრიდან გადახდილი