1. ფულადი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება;
გ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკი) პირთა დახმარება;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულით 65000-დან 90000-მდე) დახმარება;
ე) სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარება;
ვ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება;
თ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება;
ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება;
კ) თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება;
ლ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 150000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება;
მ) ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება;
ნ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/შვილების ყოლის შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ხდება ერთჯერადად, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის