1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება;
გ) დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით;
დ) უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა.
ე) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულის, ან უმეთვალყურეოდ დარჩენილი მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება;
ზ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე მეომართა და ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება;
თ) ხანდაზმულ (90 წლის და უფროსი ასაკის) პირთა ფულადი დახმარება და უმწეო მდგომარეობაში მყოფ, უკიდურესად გაჭირვებულ პირთა ფულადი დახმარება ზამთრის პერიოდში გათბობის მიზნით;
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დახმარება;
კ) დედით, ან მამით ობოლი ბავშვების დახმარება;
ლ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
მ) ოჯახების სოციალური დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში და 0-დან 3 წლამდე ასაკის ტყუპი ბავშვის ყოლისას.
ნ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება;
ო) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება(არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში);
პ) ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა), სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, დიალიზის პროგრამაში ჩართული პირთა ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით დახმარებები და უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხდება (გარდა თ-ქვეპუნქტისა