1. აღნიშნული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს; ან უმეთვალყურეოდ დარჩენილი მიცვალებულის დამკრძალავ პირს/პირთა ჯგუფის წარმომადგენელს;

2. სოციალურად დაუცველის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; უმეთვალყურეოდ დარჩენილი მიცვალებულის დასაკრძალად დამკრძალავ პირზე/ პირთა ჯგუფის წარმომადგენელზე - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად დაღუპულის სოციალურად დაუცველი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დევნილის მოწმობაც;

გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე.

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

4. უმეთვალყურეოდ დარჩენილი მიცვალებულის დამკრძალავმა პირმა/პირთა ჯგუფმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დევნილის მოწმობაც;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

დ) დამკრძალავი პირის, ან პირთა ჯგუფის წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტი.

5. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში იმავე საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირ