1. დახმარება გაიცემა:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უკიდურესად გაჭირვებული ან/და უპატრონო მიცვალებული.
2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გარდაცვლილის, იძულებით გადაადგილებულ პირის დევნილის მოწმობა ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი სამსახურიდან;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი სამსახურიდან;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გარდაცვლილის შესახებ.
ზ) დამკრძალავისა და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლს 1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ი) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.
3. თანხა გაიცემა 700 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლით ისარგებლებს 2025 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილის დამკრძალავი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის ინფორმაციის საფუძველზე, თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება პიროვნებას, ვინც ორგანიზება გაუწია დაკრძალვას.
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირე