1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროების შემთხვევაში მოქალაქე სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისად ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.

2. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის დაკრძალვისთვის დახმარების შემთხვევაში რეგისტრაციის ბარათის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.

3. ამ დებულებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის ერთჯერადობა არ ვრცელდება 1-ლი, მე-5, მე-7, მე-9, მე-18 და მე-19 მუხლებზე.

4. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს დაფინანსების ფურცელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან.

5. ამ პროგრამით ბენეფიციარი სამედიცინო მომსახურებას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებშ