1. ხანძრის შედაგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, არაუმეტეს 6 000 ლარისა.
2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საკუთრების ან და კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანდერძი, ჩუქება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (არსებობის შემთხვევაში), ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერი პირდაპირი მითითებით, ცნობა საკომლო წიგნიდან) საქართველოს ეროვნულ არქივიდან;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქალაქ კასპის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან;
ვ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ოჯახებზე, რომლებიც 2025 წელს ხანძრის შედეგად დაზარალდნენ და არ უსარგებლიათ დახმარები