1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლს, 0-დან 18- წლამდე ასაკის მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 0-დან 18- წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებულ ბავშვებს, თითოეულს 1500 ლარის ოენობით.
2. ბენეფიციარის მშობელმა, მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობები;
ე) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;
ვ) მეურვის/მზურველის/მხარდამჭერის საბანკო ანგარიში;
ზ) მხედველობით შშმ პირის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი დოკუმენტი;
თ) დიაბეტით დაავადებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ფორმა №100.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მშობელი,მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზ