1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 21-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებულ პირებს.

2. ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით.

3. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში.

4. ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

5. ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;

დ) დიაბეტით დაავადებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ფორმა N100;

ე) დახმარების მიმღების მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი;

6. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვი