1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვი (18 წლამდე) საკურორტო-სანატორიულ მომსახურებისათვის ისარგებლებს არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
დ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ინვოისი (ანგარიშ-ფაქტურა)/კალკულაცია სანატორიულ-საკურორტო მომსახურების მიმწოდებლისგან.
3. ანგარიშსწორება მოხდება საკურორტო-სანატორიულ მომსახურების მიმწოდებლისგან შესრულებული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზ