1. სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება (გარდა ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; ქვეყნის გარეთ მკურნალობა, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა (გარდა შშმ ბავშვებისა)).

2. სამედიცინო მომსახურება თიანეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება:

ა) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 500 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 100 %-ით;

ბ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 501-1000 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება – არანაკლებ 500 ლარისა;

გ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 1001-3000 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 50 %-მდე;

დ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 3001 ლარის ზევით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება – არაუმეტეს 2000 ლარისა;

3. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების განმეორებით დაფინანსება შესაძლებელია არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება შესაძლებელია წელიწადში არაუმეტეს ორჯერ.

5. თიანეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობიდან (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, კერძო დაზღვევით დაფინანსების გათვალისწინებით).

6. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) ანგარიშ-ფაქტურა (ან ინვოისი);

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის (ან კერძო დაზღვევის) მიერ გაცემული მიმართვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე (დაფინანსების შემთხვევაში);

ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

7. ანგარიშსწორება მოხდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდე