1. დადგენილების დანართი №6-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა) გათვალისწინებული საქონლით უზრუნველყოფის ზედამხედველობა განხორციელდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ინფორმაციას საქონლის (მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების) ხარჯის შესახებ მიმწოდებელი ყოველთვიურად წარადგენს განმახორციელებელთან დადგენილი წესის შესაბამისად;

2. დადგენილების დანართი №6-ის მე-3 მუხლის „ბ“ (ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, საანალიზო ტექნიკური საშუალებების შენახვა და გაცემა), „გ“ (ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა (გლიკოჰემოგლობინი), „დ“ (თვალის დაავადებათა გართულებების მონიტორინგი), „ე“ (პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება) და „ვ“ (ფიზიკური რეაბილიტაცია) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახე