1. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (აივ ინფექცია/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
2. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით) გათვალისწინებული
ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გეგმური აბულატორია), ამასთან მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
3. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (აივინფექცია/შიდსის პროგრამის აივინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობა) გათვალისწინებული მომსახურების
ზედამხედველობა განხორციელდება გეგმიურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებ