1. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური აბულატორია) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (სტაციონარული მომსახურება) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად
. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ. ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიუხედავად მკურნალობის დასრულებისა.
3. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (რეფერენსკონტროლის კომპონენტი) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისთვის ყოველთვიურად, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზ