1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს სამ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
გ) სადავო შემთხვევები.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) წარმოდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება;
ბ) წარმოდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინებისას ან შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს.
გ) იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საანგარიშო თვის ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. სადავო შემთხვევებს განეკუთვნება შემთხვევა, როდესაც:
ა) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა;
გ) დეტალურ კალკულაციაში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობა მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან;
დ) არსებობს ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.
4. შემთხვევების კლასიფიცირება, ანუ შემთხვევა სადავოა თუ არ არის ასანაზღაურებელი, მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში და შესაბამისი წერილობითი შეტყობინება გაეგზავნება მიმწოდებელს ფაქტის დაფიქსირებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. სადავო საკითხების განსახილველად ან აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ეძლევა შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღე. თუ მიმწოდებელი ამ პერიოდში არ მოახდენს რეაგირებას, შემთხვევა აღარ ანაზღაურდება. სადავო შემთხვევების განხილვაში ჩართულები არიან მიმწოდებელი, განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ყველა შემთხვევა კლასიფიცირდება როგორც ასანაზღაურებელი შემთხვევა. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაშ