1. გადაუდებელი შემთხვევისას მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ან პაციენტის გაწერამდე (თუ პაციენტი ეწერება 24 საათზე ადრე) შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ სპეციალურად ამ მიზნისათვის განსაზღვრულ სატელეფონო ნომერზე ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

2. შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:

ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი.

ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;

ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;

ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი.

ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;

გ) პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო.

3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება როგორც „უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება.

4. შემთხვევის ნოზოლოგიური კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, ასევე მოსარგებლის სხვა მიმწოდებელთან გადაყვანის/გადასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინებ