1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).

2. ამ წესის II თავით (ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების ზოგადი პირობები) დადგენილი ნორმები ვრცელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე, თუ ამ წესის III (პროგრამის მართვის სპეციფიკური პირობები) თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. იმ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმართ, რომლის ფარგლებში მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ამ ბრძანებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დამატებითი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში