1. გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) წინასწარი მიმართვა გეგმური მომსახურების შესახებ;
ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;
გ) შემთხვევების შერჩევითი შემოწმება (არსებობის შემთხვევაში);
დ) შესრულებული სამუშაოს მიღება
-ჩაბარება;
ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ვ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ზ) შესრულებული სამუშაოს რევიზია.
2. გეგმური მომსახურების მისაღებად პროგრამის მოსარგებლემ განმახორციელებელთან უნდა წარმოადგინოს გეგმიური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა:
ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:
ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;
ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
გ) საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია;
დ) დადგენილი ფორმის განცხადება.
3. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განმახორციელებელი გასცემს მოსარგებლეზე ან მატერიალიზებულ ვაუჩერს ან თანხმობის წერილს (მატერიალიზებული ვაუჩერის არარსებობის შემთხვევაში), რითაც უდასტურებს არამატერიალიზებული ვაუჩერის გამოყენების უფლებას, თუ შესაბამისი პროგრამის მართვის სპეციალური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. გეგმური ჰოსპიტალიზაციისას მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ გააკეთოს შეტყობინება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული სპეციფიკური პირობებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსახორციელებელი ზედამხედველობის ეტაპები ერთნაირია გადაუდებელი და გეგმური შემთხვევების დროს. ამასთან, გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში (შემდგომში ტექსტში – გეგმიური ამბულატორია), ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სპეციფიკური პირობები