1. გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) ანგარიშის წარდგენა;
ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
გ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
დ) კონტროლი;
ე) რევიზია.
2. გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დამატებითი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. დადგენილების მე-20 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო მე-20 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტ