1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა „ე.დ“ ქვეპუნქტისა) ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება შემთხვევის მიხედვით არამატერიალიზებული ვაუჩერით, დანართი №1.3 – ში განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, ხოლო „ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი კალენდარული წლის ბოლოს დამატებით მიიღებს ანაზღაურებული თანხის 10%-ს ინსენტივის სახი