1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან:

ა) კიბოს სკრინინგის სერვისის მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად არის რეგისტრირებული განმახორციელებელთან ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელად), შესაბამისი მასალის ტრანსპორტირებისა და ცენტრალიზებულად ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განსახორციელებლად;

ბ) ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე პროგრამის რეფერენს მიმწოდებელთან (პროგრამის მიზნებისთვის, რეფერენს მიმწოდებელია პირი, რომელთანაც დასაქმებულია მინიმუმ 2 რადიოლოგი/მამოლოგი, რომელთაც წინა საანგარიშო წლის განმავლობაში წაკითხული აქვთ მინიმუმ ხუთასი სურათი), გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასთან დასაქმებულია მინიმუმ ორი რადიოლოგი/მამოლოგი;

გ) ლაბორატორიული კვლევის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს განმახორციელებლის მიერ დადგენილ დამატებით კრიტერიუმებს (კვლევების მინიმალური ზღვრული რაოდენობა წინა საანგარიშო წლის განმავლობაში, აღჭურვილობის მინიმალური ჩამონათვალი, დასაქმებული სპეციალისტებისადმი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) და უნდა გააფორმოს ხელშეკრულება ამავე პროგრამის სხვა მიმწოდებელთან რანდომიზებულად შემთხვევითი შერჩევის პირნციპით ამოღებული საკვლევი მასალების მინიმუმ 10%-ის გადამოწმების მიზნით, ამასთან, უზრუნველყოს საკვლევი მასალების შენახვა მინიმუმ 5 წლის მანძილზე;

დ) მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტის მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის, მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველს წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული სერვისის ერთ ან რამდენიმე მიმწოდებელთან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიხედვით, რომელთანაც რეგისტრირებულია კალენდარული წლის ბოლომდე სკრინინგით მოსაცველი მინიმუმ 5 ათასი ბენეფიციარი.

2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განისაზღვრება ამავე დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია ცენტრი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული სააგენტოები.

4. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია ცენტრ