1. დადგენილების დანართ №1-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ფსიქიკური ჯანმრთელობის ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გეგმიური ამბულატორია). ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, ამასთან „ა.ა“ (ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებისათვის მოსარგებლეთა რეგისტრაცია ხორციელდება დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ბ.ა“ (მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება) და „ბ.ბ“ (ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება მოკლევადიანი სტაციონარული პაციენტის გრძელვადიან მკურნალობაზე გადაყვანისას, თუ პაციენტი იმავე დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.

3. დადგენილების დანართი №1-ის, მუხლი 3-ის „ბ.გ“ (პაციენტთა ურგენტული სამედიცინო მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან:

ა) შეტყობინების ვალდებულება აკისრია დაწესებულებას, რომელიც უშუალოდ უწევს მოსარგებლეს ურგენტულ სამედიცინო მომსახურებას;

ბ) გამონაკლისია გადაუდებელი და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურება (გეგმური ამბულატორია), რომლის ზედამხედველობაც ხორციელდება გეგმური წესის თანახმად. ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების დადგენილების დანართი №1-ის, მუხლი 3-ის „ბ.დ“ (ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

5. დადგენილების დანართი №1-ის, მუხლი 3-ის „გ“ (ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია მოზრდილთათვის) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური წესის თანახმად. ამასთან არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები