1. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ანტენატალური მეთვალყურეობის) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
2. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
3. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად.
4. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (ორსულებში B ჰეპატიტის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტები) გათვალისწინებული ტესტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მათი გამოყენების შესახებ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით ინფორმაციის მიწოდებას.
5. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის შემთხვევაში ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისა