1. დადგენილების დანართი №7-ის მე-3 მუხლის, „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. ეს წესი არ ვრცელდება დადგენილების დანართი №7-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების კომპონენტზ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №01-1/ნ, 07.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1228386/muxli-22/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია