1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მძიმე გარემოებათა გამო (გარდა: ხანძარი, სტიქია) არ გააჩნიათ საშუალება შეიძინონ საშენი მასალები.

2. მოსარგებლემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადენლის და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის (იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე) შუამდგომლობა საშენი მასალებით დახმარების თაობაზე.

3. კომისია საშენი მასალებით დახმარების თაობაზე (რაოდენობა, კვადრატულობა და ა.შ.) მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზ