1. პროგრამით მოსარგებლე არის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც შეეძინა მესამე და მეტი შვილი.
2. მოსარგებლემ, ბავშვის დაბადებიდან სამი თვის ვადაში, დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქორწინების მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) შვილების დაბადების მოწმობები;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამით მოსარგებლე პირს გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) მესამე შვილის შეძენის გამო – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) მეოთხე შვილის შეძენის გამო – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;
გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში – 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;
დ) ტყუპების (პირველი – მეორე და მეტი) შეძენის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობი