1. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეს მიეკუთვნება:

ა) კურორტის სანიტარიული დაცვის ზონაში მდებარე ტყე;

ბ) სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური წყაროდან 1 კმ-ის რადიუსში მდებარე ტყის უბანი. შესაბამისი მანძილი წყალგამყოფით იზღუდება;

გ) ქალაქის ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე, რომელსაც მოსახლეობა მასობრივი დასვენებისთვის, ტურისტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის იყენებს.

2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის საკურორტო-გამაჯანსაღებელი თვისებების, ლანდშაფტის, მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება. აკრძალულია ყველა ქმედება, რომლებმაც შეიძლება მათზე უარყოფითი გავლენა მოახდინო