1. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ'), როგორც წესი, მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას.

2. დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა, კანონმდებლობის შესაბამისად და, ასევე, რელიგიური შენობა-ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე