1. საბალანსო მაჩვენებელთა ცვლილება წარმოადგენს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზზე ზონათა ცვლილების რაოდენობრივ ასახვას და იძლევა ინფორმაციას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ცვლილების შესახებ.
2. ზონირების მიმართ განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, ეყრდნობა და ასახავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებსა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის მიდგომებს.
3. საბალანსო მაჩვენებლები გათვალისწინებული უნდა იქნეს მაკომპენსირებელი ღონისძიებების ხასიათის დადგენისას ყველა იმ პროექტისათვის, რომელიც გულისხმობს ან მიზნად ისახავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით წარმოდგენილი ზონების ცვლილებას ან მათი კონტურების დაზუსტება-კორექტირებას.
4. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული მიმდინარე ზონირების ბალანსი ასახულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზზე.
5. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებით განპირობებული საბალანსო მაჩვენებელთა ცვლილების აღწერა-დასაბუთება წარმოდგენილია დადგენილების დანართი №3 სახით.
თავი VII
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი რუკის თანმხლები რუკები და მათი გამოყენების წეს