1. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი თანმხლები რუკებია:

ა. ა) თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რუკა (დანართი №1.1);

ა. ბ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელების რუკა (დანართი №1.2);

ა. გ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელების რუკა (დანართი №1.3);

ა. დ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის ძირითადი ქსელების რუკა (დანართი №1.4);

ა. ე) თბილისის ინტერნეტქსელი (დანართი №1.5);

ა. ვ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული სადრენაჟო ინფრასტრუქტურის რუკა (დანართი №1.6);

ა. ზ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული წყალარინების ინფრასტრუქტურის რუკა (დანართი №1.7);

ა. თ) თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8);

ა. ი) საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით თბილისის დარაიონების რუკა (დანართი №1.9);

ა. კ) თბილისის ტერიტორიულ - სტრუქტურული ზონირების რუკა (დანართი №1.10);

ა.ლ) თბილისის შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა (დანართი №1.11).

2. მიწათსარგებლობის თანმხლები რუკები, თემატური, დარგობრივი, სტრატეგიული და გეგმარებითი დოკუმენტების არარსებობის პირობებში, აზუსტებს თბილისის ტერიტორიაზე კონკრეტული ობიექტებისა და ერთეულებისადმი მიწათსარგებლობით მიმართებებს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მოცემულ ტერიტორიებზე სამშენებლო საქმიანობის წარმართვის დამატებით ნორმებსა და შეზღუდვებს.

3. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი რუკის თანხმლებ რუკებზე დატანილი ზონები, ხაზები და აღნიშვნები ასახავს თბილისში არსებულ და დოკუმენტირებულ მდგომარეობას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების მომენტისათვის. დატანილი ინფორმაციის განახლება და ოპერირება წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის აღმასრულებელი ორგანოსა და მისი გეგმარებითი უწყებების პრეროგატივას