1. თბილისის ტერიტორიაზე არსებული ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელების რუკა თან ერთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზს დანართი №1.3-ის სახით და ასახავს მოცემული ქსელის ფაქტობრივ მდგომარეობას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თარიღისათვის.
2. თბილისის ტერიტორიაზე არსებული ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელების მიმართ და მათ მომიჯნავე ტერიტორიებზე სამშენებლო საქმიანება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. მოცემულ რუკაზე ასახული ძირითადი ქსელები წარმოადგენს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზზე დამუშავებით საფუძველს, ამდენად უკანასკნელის მამართ ცვლილებების განხორციელება უნდა დასაბუთების სახით ეყრდნობოდეს რუკის მონაცემებს და აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდეს ცვლილებებს ქსელის ადაპტირების მიზნით.
4. განხორციელებული და დაგეგმილი ფაქტობრივი ცვლილებები თბილისის ტერიტორიაზე არსებული ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელის რუკის მიმართ დაიტანება საინჟინრო ქსელების რუკებზ