1. თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რუკა ერთვის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზს დანართი №1.1-ის სახით და ასახავს კანონის შესაბამისად დამტკიცებულ და თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებს.
2. თბილისის ისტორიულ ნაწილის დამცავი ზონების რუკაზე მოცემული დაცვითი არეალები და მათში კანონის შესაბამისად შეტანილი ცვლილებები დაიტანება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზზე.
3. თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონებით მოცულ ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები რეგულირდება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით, მოცემული დადგენილებითა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებითა და წესებით.
4. თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი ცვლილებები დაიტანება მოცემულ რუკაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის აღმასრულებელი ორგანოს მიე