1. თბილისის ტერიტორიაზე ინტერნეტქსელის რუკა თან ერთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზს დანართი №1.5-ის სახით და ასახავს მოცემული ქსელის ფაქტობრივ მდგომარეობას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თარიღისათვის.
2. თბილისის ტერიტორიაზე ინტერნეტქსელის მიმართ და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე სამშენებლო საქმიანება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. მოცემულ რუკაზე ასახული ძირითადი ქსელები წარმოადგენს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზზე დამშავებით საფუძველს, ამდენად უკანასკნელის მამართ ცვლილებების განხორციელება დასაბუთების სახით უნდა ეყრდნობოდეს რუკის მონაცემებს და აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდეს ცვლილებებს ქსელის ადაფტირების მიზნით.
4. განხორციელებული და დაგეგმილი ფაქტობრივი ცვლილებები თბილისის ტერიტორიაზე ინტერნეტქსელის რუკის მიმართ დაიტანება საინჟინრო ქსელების რუკებზ