1. საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით თბილისის დარაიონების რუკა ერთვის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზს დანართი №1.9-ის სახით და იძლევა ინფორმაციას თბილისში მეწყრული და ღვარცოფული, ასევე სხვადასხვა რელიეფური და გეოლოგირი მონაცემების მქონე ტერიტორიების შესახებ.
2. საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით თბილისის დარიაიონების რუკაზე მოყვანილი შეზღუდვები წარმოდგენილია გენგეგმის საანგარიშო მასშტაბით და ატარებს შესაბამისი ცდომილების მაჩვენებლებს. შეზღუდვებით დაფარულ ტერიტორიებზე ობიექტებისა და ტერიტორიების განვითარებისას აუცილებელია შესაბამისი დეტალური გეოლოგიური კვლევის ჩატარება.
3. საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით თბილისის დარაიონების რუკაზე მოყვანილი შეზღუდვების არეალში სამშენებლო და გეგმარებითი დოკუმენტების სანებართვო პირობებზე განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ტერიტორიის შესაბამისი გეოლოგიური კვლევითი მასალები და აუცილებლობის შემთხვევაში ტერიტორიის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საინჟინრო სამუშაოთა საპროექტო გადაწყვეტა.
4. მოცემული რუკის საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით დამტკიცებითა და განთავსებით რუკაზე შესაბამისი რისკის არეალში ობეიქტებისა და ტერიტორიების მფლობელები მიიჩნევიან ინფორმირებულად საწინააღმდეგოს შესახებ დოკუმენტირებული მტკიცების წარმოდგენამდე.
5. საშიში გეოდინამიკური პროცესების არეალში განთავსებული ის ობიექტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მოცმეულ არეალში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და ნაგებობის ოპერირებისათვის აუცილებელ საინჟინრო უსაფრთხოების პირობებს და ინფორმირებულია ზემოხსენებულის შესახებ, არ ექვემდებარება მოცემულ გეოდინამიკურ პროცესებთან დაკავშირებული რისკებით მიყენებული ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურება