1. დადგენილების დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრული ტერიტორიები განვითარდეს ამ მუხლის შესაბამისად.
2. დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულია შემდეგი ტერიტორიები:
„A“– ურბანულ განვითარებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსაზღვრული არეალის ფარგლებში დასამუშავებელი განაშენიანების რეგულირების გეგმა“;
„A1“– ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა“ ;
„B“ – დროებით სამშენებლოდ შეზღუდული არეალი“;
„M“ – მუნიციპალიტეტის მიერ დასამუშავებელი განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალი“;
„MB“ – მუნიციპალიტეტის მიერ დასამუშავებელი განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებამდე სამშენებლოდ შეზღუდული არეალი”.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ არეალებზე დროებითი შეზღუდვის პერიოდში დასაშვებია:
ა) არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება;
ბ) აუცილებელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) არაუმეტეს 0.7 მდე გადამეტება;
გ) IV –V კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების მიზნით მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა);
დ) I კლასს დაქვემდებარებული სამშენებლო სამუშაოების წარმოება (გარდა საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ობიექტის მშენებლობისა);
ე) ლანდშაფტური მშენებლობა;
ვ) საკულტო და კანონმდებლობით განსაზღვრული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ტექნიკური ხაზობრივი-საინჟინრო ან და ქალაქთმშენებლობით ზონებში გამოყენების დაშვებული სახეობების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხაზობრივი ნაგებობების ან/და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების ან/და დამხმარე ან/და დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
ზ) დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე ფუნქციური ზონების ცვლილება და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში არსებული ფუნქციური ზონების ტექნიკური ხარვეზების (მცირედი ცდომილება ფაქტობრივ მდგომარეობასა და გენერალური გეგმით გათვალისწინებულ ზონებს შორის, მათ შორის, სატრანსპორტო ზონა) შესწორება;
ი) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა;
კ) დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება;
ლ) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მიზნით ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეგლამენტისა, ქვემოთ მითითებული ტერიტორიები განვითარდეს შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით:
ა) ვარკეთილის მასივი:
დანართი 1.11 ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე „MB” - სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებამდე შეზღუდულია მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება,ბ) დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთ ტერიტორია:
ა) დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე „A“ სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში.
ბ) გარდა თემატურ რუკაზე მონიშნული „A“ არეალისა, სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შესაბამისად;
გ) ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია:
ა) თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად;
ბ) თემატურ რუკაზე მონიშნულ „A“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად;
გ) გარდა „A1“ (ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის) და „A“ (განაშენიანების რეგულირების გეგმების) ტერიტორიებისა სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შესაბამისად.
დ) თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ
ა) „A” არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის / წყალდაცვითი ზონის გათვალისწინებით შესაბამისი ურბანული, გარემოსდაცვითი და სატრანსპორტო კვლევების საფუძველზე, ტერიტორიის მაქსიმალურად სარეკრეაციო ფუნქციით უზრუნველყოფის პირობით.
ბ) გარდა თემატურ რუკაზე მონიშნული „A“ არეალისა, სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული სამშენებლო ფუნქციური ზონირების შესაბამისად;
ე) გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია სანიტარიული დაცვის/წყალდაცვითი ზონის გათვალისწინებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის შესაბამისად;
ვ) ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე:
ა) „A“ სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმებით.
ბ) სარეკრეაციო/ სასოფლო ზონებში (რომლებიც არ მიეკუთვნება A არეალს) სამშენებლოდ განვითარება შეზღუდულია შესაბამისი გარემოსდაცვითი და ურბანული განვითარების კვლევების დასრულებამდე. ხოლო, სხვა დანარჩენ ზონებში სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია შესაბამისი ფუნქციური ზონების გათვალისწინებით.
ზ) ორთაჭალის ბაღები:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე:
ა) „M“ არეალში სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მუნიციპალიტეტის მიერ დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებამდე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების შესაბამისად;
თ) აკადემქალაქი:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების შესაბამისად, ხოლო დაბალი ინტენსივობის „ბარაკული“ ტიპის დასახლებისა და აუთვისებელი სამშენებლო მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება შეზღუდულია შესაბამისი კვლევების დასრულებამდე;
ი) კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორია:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალებზე:
ა) „A“ არეალებზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმებით;
ბ) „B“ არეალებზე სამშენებლოდ განვითარება შეზღუდულია შესაბამისი ურბანული განვითარების კვლევების (გზების პროექტირების) დასრულებამდე.
გ) გარდა „A“ და „B“ ტერიტორიებისა სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფუნქციური ზონის და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისად, ხოლო სარეკრეაციო/სასოფლო ზონებში (რომლებიც არ მიეკუთვნება A არეალს), სამშენებლოდ განვითარება შეზღუდულია შესაბამისი გარემოსდაცვითი და ურბანული განვითარების კვლევების დასრულებამდე;
კ) ხილიანი- დოლიძის მიმდებარე ტერიტორია:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლოდ განვითარება:
ა) „A1“ არეალში დასაშვებია ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად;
ბ) „M“ არეალში სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მუნიციპალიტეტის მიერ დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებამდე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების შესაბამისად;
გ) გარდა „A1“ (ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის) და „M“ (მუნიციპალიტეტის მიერ დამუშავებული) ტერიტორიებისა სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების ან/და ქალაქთმშნებლობითი დოკუმენტების შესაბამისად;
ლ) დიღმის ჭალები:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე:
ა) „A“ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში.
ბ) გარდა თემატურ რუკაზე მონიშნული „A“ განაშენიანების რეგულირების გეგმების“ არეალისა, მიწის ნაკვთების სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების შესაბამისად.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებებსა და განაშენიანების რეგულირების გეგმებზე, რომელთა საპროექტო ტერიტორიის ⅔ მდებარეობს დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრული შესაბამისი არეალის საზღვრებს გარეთ, ასევე საკადასტრო ერთეულებზე, რომელთა ⅔ მდებარეობს დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრული შესაბამისი არეალის საზღვრებს გარეთ.
თავი VIII
დამატებითი დებულებე