1. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა ერთვის თბილისის მიწათსარგებლობის ძირითად ნახაზს დანართი №1.8-ის სახით და წარმოადგენს თბილისის დაგეგმარების გამწვანებული ტერიტორიების რუკას. მასზე დატანილია მონაცემები თბილისის ტერიტორიაზე არსებული და დაგეგმილი შემდეგი მწვანე ან/და სარეკრეაციო ზონებისა და არეალების შესახებ:

ა) სარეკრეაციო ზონა’;

ბ) სარეკრეაციო ზონა 1;

გ) სარეკრეაციო ზონა 2;

დ) სარეკრეაციო ზონა 3;

ე) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა’;

ვ) სატყეო ზონა’;

ზ) სხვა შიდაკვარტალური და მცირე ზომის ურბანული გამწვანებული არეალები.

2. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ზონები და ქვეზონები ატარებს ოპერატიულ ინფორმაციას თბილისში არსებული და დაგეგმილი სარეკრეაციო, სატყეო და ლანდშაფტური სივრცეების შესახებ და მისი გათვალისწინება სავალდებულოა სამშენებლო და გეგმარებითი ნებართვების გაცემის პროცესში.

3. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ფუნქციური ზონები და ქვეზონები ასახავს, როგორც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზზე ხილულ, ასევე ძირითადი ნახაზის მასშტაბის შეუსაბამო რეკრეაციულ, სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიებს, ზონებსა და ქვეზონებს.

4. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ზონებისა და ქვეზონების მიმართ ცვლილებები ხორციელდება ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების საფუძველზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

5. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი სხვა შიდაკვარტალური და მცირე ზომის ურბანული გამწვანებული არეალები ასახავს ხელმისაწვდომ კარტოგრაფიულ მონაცემებს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის ფარგლებში სარეკრეაციო, სატყეო და ლანდშაფტური ზონების გარეთ არსებული და დაგეგმილი შემდეგი გამწვანებული საქალაქო ტერიტორიების შესახებ:

ა) ეზოები, გაზონები, მცირე სკვერები, შიდაკვარტალური მწვანე არეალები და მწვანე დეკორატიული ხასიათის ტერიტორიები;

ბ) პროსპექტების, ბულვარების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები და გამწვანებული არეალები;

გ) სარეკრეაციო, ლანდშაფტურ და სატყეო ზონებს მიღმა არსებული, დაგეგმილი და სარეზერვო სხვა მწვანე ტერიტორიები;

6. შიდაკვარტალური და მცირე ზომის ურბანული გამწვანებული არეალები მოინიშნება  მიუხედავად ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მიმდინარე მდგომარეობისა და დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

7. რუკაზე დატანილი შიდაკვარტალური და მცირე ზომის ურბანული გამწვანებული არეალების მიმართ დასაშვები ქმედებები განისაზღვრება ქალაქ თბილისის საზღვრებსა და მის მიმდებარედ არსებული მწვანე ნარგავების, სახელმწიფო ტყის ფონდისა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების სპეციალური დაცვის შესახებ კანონმდებლობით, რომელთა მიმართ დაგეგმილი ან შემოთავაზებული ცვლილებები უნდა გადამოწმდეს გამწვანების საბალანსო მაჩვენებლების შენარჩუნების მიზნი